სამშაბათი, ივლისი 5, 2022
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

შშმ-ს სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დაფინანსების განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე.

კერძოდ: • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათლით – სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის; • 70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის 100%, (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის; • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, ხოლო თანხის არაუმეტეს 50%, (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის. დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: • პირადი განცხადება; • პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან; • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ; • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა. • თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა, (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 18 მაისიდან და გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით. მისამართი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7. სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.my.municipal.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში), – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Tags: საზოგადოება

Related Posts

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივლისი 4, 2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ივლისი 4, 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ივლისი 4, 2022
სეს-მ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა
საზოგადოება

სეს-მ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

ივლისი 1, 2022
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

ივლისი 1, 2022
ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
საზოგადოება

ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

ივნისი 30, 2022

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

ივლისი 4, 2022
ესკიზის შენახვა

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზე: გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

ივლისი 4, 2022
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების” წარმატების თვალსაჩინო მაგალითად სიღარიბის მაჩვენებლის  10%-ით შემცირებას ასახელებს

ირაკლი კობახიძე: 12-ვე პუნქტს სათანადოდ შევასრულებთ

ივლისი 4, 2022
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივლისი 4, 2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ივლისი 4, 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ივლისი 4, 2022
თელავში, ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ოხანაშვილი – წერეთელზე: ყოველგვარ ზღვარს მიღმა იყო, რაც ამ ადამიანმა იკადრა, ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

ივლისი 1, 2022
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020