შაბათი, მაისი 21, 2022
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო: აუცილებელია, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ.

სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის “მადლის ქვა” და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.

პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!”,- ნათქვამია განცხადებაში.

Tags: საზოგადოება

Related Posts

მეტეხიდან ნათლისმცემლის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
საზოგადოება

მეტეხიდან ნათლისმცემლის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი

მაისი 20, 2022
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დამატებითი შიდა ფრენები ჩაინიშნა
საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დამატებითი შიდა ფრენები ჩაინიშნა

მაისი 20, 2022
კარასინი: ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება
პოლიტიკა

“რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს” – კარასინი

მაისი 19, 2022
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

მაისი 19, 2022
სკოლებში პირველი კლასიდან ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდება
საზოგადოება

სკოლებში პირველი კლასიდან ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდება

მაისი 19, 2022
რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი გახსნა
საზოგადოება

რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

მაისი 18, 2022

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

ესკიზის შენახვა

არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციაზე: პრაქტიკულად, ტოლობის ნიშანს სვამენ გვარამიასა და ევროკავშირს შორის, ეს უკიდურესი ცინიზმი და საზოგადოების შეურაცხყოფაა

მაისი 20, 2022
მეტეხიდან ნათლისმცემლის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი

მეტეხიდან ნათლისმცემლის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი

მაისი 20, 2022
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დამატებითი შიდა ფრენები ჩაინიშნა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დამატებითი შიდა ფრენები ჩაინიშნა

მაისი 20, 2022
მედვედევი: უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის

“პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ბიოლაბორატორიების ქსელი რუსეთს საფრთხეს უქმნის” – მედვედევი

მაისი 20, 2022
ესკიზის შენახვა

ბორჯომში “ბოლო ზარი” მსხვერპლით დასრულდა

მაისი 20, 2022
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შეიძლება, გაცილებით მძიმე იყოს

ჯანმო: მაიმუნის ყვავილის ყველა შემთხვევა ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული არ არის

მაისი 20, 2022
კარასინი: ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება

“რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს” – კარასინი

მაისი 19, 2022
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020