რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რომელიც 2020 წლის 27 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.
შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე, საქართველოსთან რუსეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო იყო მოგზაურობის დასაბუთება, კერძოდ, რომ მოგზაურობის მიზანი იყო განათლება, სამუშაო, მკურნალობა ან სხვა მიზეზები.