ხუთშაბათი, იანვარი 28, 2021
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

ივანიშვილი: 2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება, ორივე წარმატებით დაგვირგვინდა

ივანიშვილი: 2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება, ორივე  წარმატებით დაგვირგვინდა
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

“2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება – მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა – ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

„2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება: 1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი; 2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება.

ამავე დროს, მისი თქმით, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს “ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა. შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა – მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს“, – ნათქვამია წერილში.

Tags: პოლიტიკა

Related Posts

სერგეენკო: ვალდებულად მივიჩნევ თავს, იმ გუნდს ისევ მხარში დავუდგე, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე დააყენა ჯანდაცვის პრიორიტეტი
პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს

იანვარი 28, 2021
მამუკა მდინარაძე: „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და მის ჭკუაზე დადიოდე

იანვარი 28, 2021
იაგო ხვიჩია: მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში

იანვარი 27, 2021
ზურაბ ჯაფარიძე: არანაირი მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” არ მქონია
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ყველა შეზღუდვა მოსახსნელია

იანვარი 26, 2021
ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას

იანვარი 26, 2021
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს
პოლიტიკა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

იანვარი 26, 2021

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

ლევან სილაგავა: დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, პური 15-20 თეთრით მეტი ეღირებოდა

ლევან სილაგავა: დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, პური 15-20 თეთრით მეტი ეღირებოდა

იანვარი 28, 2021
31 იანვრის 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

31 იანვრის 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

იანვარი 28, 2021
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ გირაო შეუფარდა

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ გირაო შეუფარდა

იანვარი 28, 2021
რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ბათუმის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნის შემდეგ

რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ბათუმის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნის შემდეგ

იანვარი 28, 2021
სერგეენკო: ვალდებულად მივიჩნევ თავს, იმ გუნდს ისევ მხარში დავუდგე, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე დააყენა ჯანდაცვის პრიორიტეტი

დავით სერგეენკო: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს

იანვარი 28, 2021
მამუკა მდინარაძე: „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და მის ჭკუაზე დადიოდე

იანვარი 28, 2021
საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პირი გარდაიცვალა

იანვარი 28, 2021
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020