ხუთშაბათი, აპრილი 22, 2021
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 35.9 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.

შესაბამისად, ერთი მიკროავტობუსის სავარაუდო ღირებულება ტენდერში 119,731 ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს დედაქალაქში M2 კატეგორიის ავტობუსებით ანუ მიკროავტობუსებით მომსახურების სერვისს არა თავად “თბილისის სატრანსპორტო კომპანია,” არამედ “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში გაერთიანებული ოთხი კერძო კომპანია – „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ეს მიკროავტობუსები კერძო ოპერატორისთვის არის განკუთვნილი. თბილისის მერიის განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” მათ ამ მიკროავტობუსების საფასურს ეტაპობრივად აუნაზღაურებს. ეს მიკროავტობუსების გადაცემის მეორე ეტაპი იქნება, რადგან 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა.

გასულ წელს Ford-ის მარკის მიკროავტობუსები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შპს “ჯი-თი მოტორსმა” მიაწოდა.

სატენდერო პირობებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ 300 მიკროავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოთქვას წერილობითი თანხმობა და მზადყოფნა, რომ ის მზად არის, ანალოგიურ ფასად (ერთი მიკროავტობუსის სატენდერო ღირებულება 119,731 ლარი) 400 ავტობუსი მიაწოდოს კერძო ოპერატორ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს”. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ დამატებითი მიკროავტობუსების შეძენის საფასურს კერძო კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” გადაუხდის.

სატენდერო პირობების თანახმად, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ტენდერში წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

სატენდერო აღწერილობის მიხედვით, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.

შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

სიგრძე – არაუმეტეს 6.97 მეტრი;
სიგანე – არაუმეტეს 2.5 მეტრი;
სიმაღლე – არაუმეტეს 2.9 მეტრი;
ძრავი – დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი;
ძრავის მოცულობა – არაუმეტეს 3.0 ლიტრი;
ძრავის სიმძლავრე – არანაკლებ 130 ცხენის ძალა;
საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე – ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა.

თბილისის მერიის და თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებით, ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.

წყარო:bm.ge

Tags: საზოგადოება

Related Posts

ესკიზის შენახვა
საზოგადოება

წვიმა, სეტყვა და ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

აპრილი 22, 2021
თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობას სპეციალური მთვლელებით გააკონტროლებენ
საზოგადოება

თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობას სპეციალური მთვლელებით გააკონტროლებენ

აპრილი 22, 2021
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
საზოგადოება

თელავში, ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

აპრილი 21, 2021
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს
საზოგადოება

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს

აპრილი 21, 2021
ექიმების, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ
საზოგადოება

ხვალ კოვიდსაბჭო დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს განიხილავს

აპრილი 20, 2021
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

აპრილი 19, 2021

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

ესკიზის შენახვა

წვიმა, სეტყვა და ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

აპრილი 22, 2021
თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობას სპეციალური მთვლელებით გააკონტროლებენ

თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობას სპეციალური მთვლელებით გააკონტროლებენ

აპრილი 22, 2021
ანდრიუს კუბილიუსი: იმედია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან

ანდრიუს კუბილიუსი: იმედია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან

აპრილი 21, 2021
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

თელავში, ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

აპრილი 21, 2021
ანრი ოხანაშვილი: მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამინისტიაზე

ანრი ოხანაშვილი: მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამინისტიაზე

აპრილი 21, 2021
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს

აპრილი 21, 2021
ესკიზის შენახვა

დავით ზალკალიანი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია წარმატებით დასრულდა

აპრილი 21, 2021
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020