სამშაბათი, ივლისი 5, 2022
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

თბილისის ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება –
ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

“პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები. ეს კატეგორიებია:

1. ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

2. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

4. დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);

5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

6. მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);

7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები. ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

ს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები – ფორმა 100/ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com.

ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე – skolamdeliregistracia2023@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

ყველა სხვა ზემოთხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად. მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილება, რაც გულისხმობს სასკოლო ასაკის ზღვარის გადაწევას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საჯარო ბაღებსაც შეეხო. შესაბამისად, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის.

რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს”,- განაცხადა გვანცელაძემ.

Tags: საზოგადოება

Related Posts

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივლისი 4, 2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ივლისი 4, 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ივლისი 4, 2022
სეს-მ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა
საზოგადოება

სეს-მ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

ივლისი 1, 2022
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

ივლისი 1, 2022
ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
საზოგადოება

ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

ივნისი 30, 2022

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

ივლისი 4, 2022
ესკიზის შენახვა

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზე: გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

ივლისი 4, 2022
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების” წარმატების თვალსაჩინო მაგალითად სიღარიბის მაჩვენებლის  10%-ით შემცირებას ასახელებს

ირაკლი კობახიძე: 12-ვე პუნქტს სათანადოდ შევასრულებთ

ივლისი 4, 2022
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივლისი 4, 2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ივლისი 4, 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ივლისი 4, 2022
თელავში, ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ოხანაშვილი – წერეთელზე: ყოველგვარ ზღვარს მიღმა იყო, რაც ამ ადამიანმა იკადრა, ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

ივლისი 1, 2022
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020