სამშაბათი, ივლისი 5, 2022
საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ
No Result
View All Result
საზოგადოება
No Result
View All Result

ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში და ახლა უკვე აშშ-შია დაფიქსირებული მაიმუნების ყვავილის შემთხვევები

ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში და ახლა უკვე აშშ-შია დაფიქსირებული მაიმუნების ყვავილის შემთხვევები
0
SHARES
Share on FacebookShare on Twitter

მასაჩუსეტსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა მაიმუნების ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

აღინიშნება, რომ დაავადება მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ კანადიდან დაბრუნდა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, ინფიცირების ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მანამდე, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

ბრიტანეთში, ჯამურად, უკვე 9 შემთხვევაა გამოვლენილი, ესპანეთში – 7, ასევე – რამდენიმე პორტუგალიაში.

ამასთან, მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს კიდევ 22 საეჭვო შემთხვევა, ჯამურად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რეგიონის საავადმყოფოებს, ამ დაავადების ეჭვით, 40-დან 50-მდეა პაციენტმა მიმართა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაიმუნების ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ რაიონებში, რომლებიც მდებარეობს ტროპიკულ წვიმიან ტყეებთან.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ყვავილის თითქმის იდენტურია, თუმცა, ნაკლებად მძიმეა. მაიმუნის ყვავილს ერთი განსხვავებული ნიშანი აქვს – გამოხატული ლიმფადენოპათია. მაიმუნის ყვავილით ადამიანი შესაძლოა, დაინფიცირდეს სხვადასხვა ცხოველთან, მაგალითად, პრიმატებსა და მღრღნელებთან კონტაქტის შედეგად, თუმცა, მისი ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია. ნატურალური ყვავილის მსგავსად, ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.

ინკუბაციური პერიოდი 7-14 დღეა, დაავადება 2-4 კვირას გრძელდება.

მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდეა, სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებშია.

მაიმუნის ყვავილისგან სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინაცია დაავადების მაღალ ეფექტურ პრევენციას უზრუნველყოფს.

Tags: მსოფლიო

Related Posts

უკრაინაში რუსეთის შეჭრას 341 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრას 341 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ივნისი 30, 2022
მედვედევი: უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის
მსოფლიო

მედვედევი: რუსთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება, ჩაითვალოს აგრესიის აქტად, საპასუხოდ კი ჩნდება თავდაცვის უფლება

ივნისი 30, 2022
“რუსეთი ნატო-ს სტრატეგიული საფრთხეა” – ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცებულია
მსოფლიო

“რუსეთი ნატო-ს სტრატეგიული საფრთხეა” – ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცებულია

ივნისი 29, 2022
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 1500-ს აღწევდეს
მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 1500-ს აღწევდეს

ივნისი 23, 2022
ამირან გამყრელიძე: საქართველომ COVAX პლატფორმასთან 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე უკვე გააფორმა ხელშეკრულება
მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა (WHN) “მაიმუნის ყვავილი” პანდემიად გამოაცხადა

ივნისი 23, 2022
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი – “თალიბანი” საერთაშორისო სტრუქტურებს დახმარებას სთხოვს
მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი – “თალიბანი” საერთაშორისო სტრუქტურებს დახმარებას სთხოვს

ივნისი 22, 2022

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბოლო სიახლეები

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს

ივლისი 4, 2022
ესკიზის შენახვა

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზე: გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

ივლისი 4, 2022
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების” წარმატების თვალსაჩინო მაგალითად სიღარიბის მაჩვენებლის  10%-ით შემცირებას ასახელებს

ირაკლი კობახიძე: 12-ვე პუნქტს სათანადოდ შევასრულებთ

ივლისი 4, 2022
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივლისი 4, 2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ივლისი 4, 2022
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ივლისი 4, 2022
თელავში, ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ოხანაშვილი – წერეთელზე: ყოველგვარ ზღვარს მიღმა იყო, რაც ამ ადამიანმა იკადრა, ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

ივლისი 1, 2022
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020

No Result
View All Result
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ექსკლუზივი
  • ინტერვიუ

All Rights Reserved © 2020