მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მომღერალს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.